წყალსადენის ქუჩაზე ასფალტი დააგეს

გლდანის რაიონში წყალსადენის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დამთავრდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიწის ზედაპირი 4 822 კვ.მ. ფართობის გზის მონაკვეთზე მოიჭრა და დამუშავდა. მოიხსნა დაზიანებული ასფალტი და გრუნტი; დაიყარა და მოიტკეპნა ინერტული მასალა; მოეწყო ბორდიურების ახალი ზოლი და დაიგო 849 კვ.მ. 3 სმ სისქის ტროტუარი. შემდეგ დაიგო ორფენიანი, 6 და 4 სმ-ის სისქის ასფალტის საფარი. ქუჩის სიგრძე 630 მეტრია.

პროექტის განსახორციელებლად გამგეობამ ბიუჯეტიდან 351 902 ლარი გამოყო. სამუშაო პროცესი, ხელშეკრულების მიხედვით, შ.პ.ს ,,გზამშენი 2'-მა აწარმოა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, გამგებლის მოადგილე გია თულაშვილმა და გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებმა შეამოწმეს.

გარდა ამისა, წყალსადენის ქუჩის N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა და გამაგრდა გზის საყრდენი კედელი, რომელიც 1 თვის წინ უხვი ნალექის გამო ჩამოინგრა. კედლის აღსადგენად 118 კბ.მეტრი ბეტონის ჩასხმა გახდა საჭირო. გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოები 55 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შპს ,,ჯეობილდინგმა" შეასრულა.

,,წყალსადენის ქუჩა სავალალო მდგომარეობაში იყო. გზა 40 წლის წინ შეკეთდა, ტერიტორიის დიდ ნაწილზე კი ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. აქ 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, არის მცირე საწარმოები, ბენზინგასამართი სადგური. კეთილმოწყობილი გზა ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. წყალსადენის ქუჩა გარკვეულწილად განტვირთავს სარაჯიშვილის ქუჩაზე მოძრაობას", - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს