ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 1/16 ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ უიმბლდონის 1/16 ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. ბასილაშვილის მეტოქე ტურნირზე მე-20 ნომრად არის განთესილი. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში გაიმარჯვებს, შემდეგი მეტოქე სავარაუდოდ მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი იქნება.

ბასილაშვილი – ბაუტისტა-აგუტის დაპირისპირება თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.

1/32 ფინალში კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-15 ნომრად განთესილი, ასევე ესპანელი ფელისიანო ლოპესი ხუთ სეტში დაამარცხა - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა