"ალი და ნინოს" მონუმენტის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის სანაპიროზე მდებარე "ალი და ნინოს" დემონტაჟი დასრულდა. ძეგლის ადგილმონაცვლეობის პროცესი გვიან საღამოს დაიწყო და თითქმის 5 საათი გაგრძელდა.

ალის მონუმენტს სპეციალური რკინის კონსტრუქცია მოარგეს და ისე მოხსნეს ცენტრალური მექანიზმიდან.

რაც შეეხება გუშინ დაზიანებულ ნინოს მონუმენტს, ჯერ დაზიანებულ ფრაგმენტებს აღადგენენ, ხოლო შემდეგ იგივე მეთოდით გადაიტანენ ახალ პლატფორმაზე.

"ალი და ნინოს" სკუპლტურა გუშინ დაზიანდა, როდესაც ნინოს დემონტაჟს ცდილობდნენ. ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 234 975 ლარი გამოიყო. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა კომპანია "არნაბი 21"-ს ეკისრება.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი