ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკო-ს ინფორმაციით, 07:00 საათიდან იმუშავებს, როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს და როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.