მამუკა ღლონტი "მაესტროს" გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

"მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა და 15%-იანი წილის მფლობელმა მამუკა ღლონტმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. "პალიტრა ნიუსის" ინფორმაციით, ღლონტი 4 თებერვალს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გადააყენა და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკნაძემ საჯარო რეესტრს ოფიციალურად უკვე მიმართა. მხარეები ითხოვენ რეგისტრაციის შეჩერებას მანამ, ვიდრე სასამართლო წესით კრების ოქმის კანონიერების საკითხი არ გაირკვევა.

"მამუკა ღლონტმა მიმართა სასამართლოს "შპს სტუდის მაესტროს" 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძის გათავისუფლებას და ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას", - აღნიშნა ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ღლონტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რას ითხოვს "მაესტროს" 15%-იანი წილის მფლობელი?

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას