"მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებული სასამართლო დავა 8 აპრილს განახლდება

ტელეკომპანია "მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებული სასამართლო დავა 8 აპრილს განახლდება.  დღევანდელი პროცესის გადადების მიზეზი შპს ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, რომლებიც საქმის განხილვაში სულ ერთი დღეა, რაც ჩაერთნენ.

როგორც ილია კიკაბიძის ადვოკატებმა აღნიშნეს, რწმუნებულება გუშინ გაფორმდა და შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება და ამიტომ მოითხოვეს სასამართლო პროცესის გადადება. მათი შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს ჰკითხა, ხომ არ აქვთ მორიგების სურვილი. მოსამარლის კითხვაზე პასუხი მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ გასცა და აღნიშნა, რომ ის არ არის პროცესის მონაწილე, თუმცა აქვს შეთავაზება მხარეებთან იდეის დონეზე, რომ მორიგებით გადაწყდეს ლოგოს საკითხი და ამისთვის შპს "ტელეკომპანია მაესტროს", შპს "სტუდია მაესტრომ" ლოგოს გამოყენების სანაცვლოდ გარკვეული საფასური გადაუხადოს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება