არ ვაპირებ არავის ნაცვლად არც ბოდიშის მოხდას, არც ვინმეს საუბრის ან ნათქვამის გათეთრებას, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის წევრი დეპუტატის დავით ლოთქიფანიძის იმ განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და მის შვილს შეეხება.
როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ზრდასრული ადამიანია და საკუთარ გამონათქვამებსა და სიტყვებზე თავად უნდა აგონ პასუხი.
"მე განტევების ვაცად ვერ ვიქცევი. სხვის მაგივრად ერთადერთხელ მოვიხადე ცხოვრებაში ბოდიში. ხანდახან შეიძლება ბაშვების - საკუთარი შვილების სიცელქეზე მოვიხადო ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებ ბოდიში სხვის მაგივრად მოვიხადო. ეს ერთხელ გავაკეთე, რისთვისაც ოჯახის წევრებმაც კი მისაყვედურეს", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"