ფსიქოტროპული აფთიაქი მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის გამო 12 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა # 4-ში მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქი დააჯარიმეს. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შანშიაშვილმა განაცხადა, ეს კონკრეტულ აფთიაქში უკვე მეორე შემთხვევაა.

მისივე თქმით, აფთიაქში დაფიქსირდა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემა.

”სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცეტული პროდუქტის მიმოქცევას და კონტროლს. დღეს, რამდენიმე დაწესებულებაში განხორციელდა კონტროლის ღონისძიება. ამ დაწესებულებაში სამართალდარღვევა მეორედ დაფიქსირდა, ჩვენ მიერ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის თარიღიდან მეორედ დაფიქსირდა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის ფაქტი და ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი”,- განაცხადა ნანა შანშიაშვილმა.

შანშიაშვილის განცხადებითვე, დაწესებულება 12000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ფარმაცევტს აეკრძალება განახორციელოს, როგორც პირველი ჯგუფის, ასევე მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია განსაზღვრულ დროში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში