„აგროჰაბის“ დამფუძნებელი - მომხმარებლების მიმართ ჩვენი მთავარი მესიჯია ის, რომ მათ ვაწვდით ნატურალურ პროდუქტებს

მომხმარებლების მიმართ ჩვენი მთავარი მესიჯია ის, რომ მათ ვაწვდით ნატურალურ პროდუქტებს - დაწყებული ფრინველისა და ცხოველის ხორცით, დამთავრებული რძის პროდუქტებით, რომლებსაც ადგილზე ვაწარმოებთ, - ამის შესახებ ახალგახსნილი „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 15-მილიონი ლარია, ჰიპერმარკეტში კი 200 ადამიანი დასაქმდა.

„გვაქვს მარანი, სადაც არის ძვირფასი ღვინოები - ოჯალეში, ხვანჭკარა, უსახელოური, სულ ჯამში 11 სახის ღვინო. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ღვინო, ჩამოსხმა კი მის თვალწინ განხორციელდება. პროექტი 8 თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისი ღირებულება 15 მილიონი ლარია. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს კიდევ ორი ცენტრის გახსნა“, - აღნიშნა აკაკი ახვლედიანმა.

დღეს საქართველოში პირველი ევროპული დონის, აგრარული პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ გაიხსნა.

„აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტში ნატურალური, ახალი, ჯანსაღი აგროპროდუქტი იყიდება. კომპანიას აქვს ISO 22000-ით სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება. კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის" ბრენდით გაიყიდება.

გარდა ამისა, „აგროჰაბი“ მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის წარმოებებს. კერძოდ, საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათებისა და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.

„კომპანიასგააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. ფერმებში არსებული ფრინველი და საქონელი იკვებება ნატურალური საკვებით - სიმინდით, ხორბლით და სხვა. ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცის მომარაგება აგროჰაბის მარკეტში.

„აგროჰაბში“ მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს თანამედროვე და მაღალი სტანდარტებით დამზადებული მრავალფეროვანი ასორტიმენტის„ოჯახური“ მურაბები და მჟავეული.

პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად კომპანიას გააჩნია სამი სახის ლაბორატორია: ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ევროპული დანადგარებით.

„აგროჰაბში" სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტებიც იყიდება, როგორიცაა საქართველოს სხვდადასხვა კუთხის ნატურალური ლორი, შაშხი, თაფლი... „აგროჰაბში“ ხილ-ბოსტანს საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა, რაც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანის საშუალებას მისცემს“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მარკეტის დამატებას გეგმავს. პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე N22-ში მდებარეობს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი