ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად „გირჩის“ ოფისში მარიხუანა დათესა

„გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, „გირჩმა“ ახალ ხელისუფლებას ულტიმატუმი თვე ნახევრის წინ წაუყენა და სთხოვა, რომ ახალ წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეეცვალა, კერძოდ კი, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია, თუმცა „ხელისუფლებამ ცვლილებები არ გაატარა და არც აპირებენ“.

„დღეს „გირჩის“ წევრები და ჩვენთან შეკრებული ადამიანები, რიგითი მოქალაქეების საჯაროდ დავარღვევთ „სისხლის სამართლის კოდქსის“ 265-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლამდე და ჩვენთან ოფისში საჯაროდ დავთესავთ მარიხუანას. ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არ არის მარიხუანის მოწევისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის, რომ ადამიანის სხეული არის მისი ნომერ პირველი საკუთარება და სახელმწიფოს საქმე არ არის ადამიანი თავის სხეულს რას უზამს, InterPressNews.Geმათ შორის, არც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სხეულს ზიანს აყენებს. რაც აქ ხდება, არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არაერთი ახსოვს. დარწმუნებული ვართ. რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ კანაფის თესლი ოტობაიადან ჩამოიტანა.

ჯაფარძის თქმით, ისინი დაელოდებიან, თუ როგორ იმოქმედებენ სამართალდამცავი სტრუქტურები.

„ჯერჯერობით მათგან არაფერი ისმის“, - დასძინა ჯაფარიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება