ხათუნა სამნიძე „რუსთავი-2“-ზე - შევახსენებ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ დაამატებენ უკვე დაშვებულ შეცდომას შეგნებულ შეცდომას

მე ვალდებული ვარ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით შევახსენო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას,ნუ დაამატებენ უკვე დაშვებულ შეცდომას შეგნებულ შეცდომას, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ”რუსთავი 2-ის” საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესს ”ორ კერძო სუბიექტს შორის დავას” უწოდებს.

”საქართველოს ევროპამ დაუდასტურა უპირობო მხარდაჭერა - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სამართლებრივად და ბრიუსელმა პოლიტიკურად მხარი დაუჭირა საქართველოს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს როგორც ევროპული ოჯახის წევრს. ჩვენ დაგვიცვა ევროპამ ხელისუფლების თვითნებობისგან. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებით ევროსასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით, ჩვენს ქვეყანაში ყველამ ერთად დავიცავით მედიაპლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ევროპული არჩევანი. ამ პროცესში დადასტურდა, რომ სწორედ ხელისუფლების თვითნებობისგან დაგვიცვა ჩვენ ევროპამ.

საქმე, რომელიც იხილება სტრასბურგში არის საქმე საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის სტანდარტი ნებისმიერი დავისას ევროსასამართლოში. ხოლო ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმის ტყუილი და მანიპულაცია და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა შეგნებულად.

მე ვალდებული ვარ ”რესპუბლიკური პარტიის“ სახელით შევახსენო პრემიერ- მინისტრს, რომელმაც ევროპარლამენტარებისგან მკაცრი გზავნილი მიიღო, პარლამენტის სპიკერს და მის უმრავლესობას, რომ ნუ დაამატებენ უკვე დაშვებულ შეცდომას შეგნებულ შეცდომას, რადგან ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლები არიან თავად ისინი და ამ განცხადებებით ისინი ხელს უწყობენ ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას და შეგნებულად მიდიან ტყუილზე, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები. მე მათ შევახსენებ, რომ შედეგზე თავად არიან პასუხისმგებლები”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით