ანზორ ჩუბინიძე - პატრიარქის დაცვის ახალი უფროსი, ალბათ, არსებული წევრებიდან ერთ-ერთი იქნება

პატრიარქის დაცვის ახალი უფროსი, ალბათ, დაცვის არსებული წევრებიდან ერთ-ერთი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე კანდიდატი უკვე არსებობს, თუმცა პატრიარქის კომენტარს ელოდებიან. ჩუბინიძის განმარტებით, ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაცია შედგა.

„უახლოეს დღეებში დასახელდება კანდიდატურა. ახლა პატრიარქისგან გვინდა პოზიცია. ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაცია იყო. ალბათ, დაცვის არსებული წევრებიდან იქნება, რადგან მათ იციან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როცა ხდება ცვლილება. ცვლილებები მუდმივად მოხდება და ამაზე აჟიოტაჟს ნუ ატეხთ. რაც შეეხება ზურაბ ბუჩუკურს, არ მინდა ჩრდილი მიადგეს, თავისი გზა ძალიან სწორად განვლო, ის არის ძალიან კეთილსინდისიერი“, - განუცხადა ჩუბინიძემ „ინტერპრესნიუსს“.

მისი თქმით, ზურაბ ბუჩუკური უკვე მოიაზრება გარკვეულ თანამდებობაზე და ეს ინფორმაციაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

პატრიარქის დაცვის უფროსის ზურაბ ბუჩუკურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში