სტეფანწმინდაში, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ჯიშიანი მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოვლა-პატრონობის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და კონსულტაციები გაუწიეს.
„პროექტი „მობილური ექსტენცია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მე-2 წელია ხორციელდება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა ამ დროის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი შემოიარეს და ათასობით ფერმერეს გაუწიეს დახმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.