დღეს წმინდა შუშანიკის ხსენების დღეა

დღეს წმინდა შუშანიკის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს დიდმოწამე დედოფლის წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება მეტეხის ტაძარში, სადაც წმინდა დედოფალი განისვენებს.

წმინდა დედოფალი შუშანიკი სარწმუნეობის დაცვისთვის მე-5 საუკუნეში, 475 წელს აღესრულა. ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში იყო. იგი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. მათდამი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვარსქენმა მართლმადიდებლობა უარყო და მაზდეანობა მიიღო. დედოფალსაც რწმენის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც შუშანიკისგან მტკიცე უარი მიიღო. წმინდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა, სადაც მასთან მისულებს კურნავდა და ეხმარებოდა.

წმ. დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება იაკობ ხუცესმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში - „წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი“ აღწერა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად