სენაკში, გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. მონაწილეების განცხადებით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ფართომასშტაბიან აქციებსა და შიმშილობას დაიწყებენ.
მოსახლეობას სენაკის გამგებლის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია შეხვდა. მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ თხილის შეწამვლის ღონისძიება ივნისში დაიწყო და უახლოეს დღეებში ავიაციაც ჩაერთვება. რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, როგორც სენაკის გამგეობაში აცხადებენ, ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია.
სენაკის მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"