პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო და ფესტივალის დამფუძნებელი, პიანისტი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცნობილ პიანისტს სახელმწიფო ჯილდო ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

წელს ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ვირსალაძე სასცენო-საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავს აღნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა ელისო ვირსალაძეს მუსიკალური ფესტივალის დაარსებისა და ნაყოფიერი სასცენო მოღვაწეობისათვის გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ ელისო ვირსალაძისნაირ ადამიანებზე დგას ქართული კულტურა.

"სწორედ ასეთი ინდივიდები აძლიერებდნენ ერს და ჩვენ დღეს გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ხალხსა და საზოგადოებას. მისი ღვაწლი დასაფასებელია იმისათვისაც, თუ როგორ დაუბრუნა ქალბატონმა ელისომ თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი სამშობლოს. მინდა ამისათვის უდიდესი მადლიერება გამოვხატო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა