11 ნოემბერს, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი მსოფლიოში აღიარებული შოუ-პროგრამით ეწვევა

11 ნოემბერს, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი “ძმები ზაპაშნები“, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით UFO ეწვევა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კოსმიური ხომალდის, ლაზერული ვიდეო და აუდიო ეფექტებით გაფორმებული საცირკო წარმოდგენისა და უდიდესი შესაძლებლობების მქონე აკრობატების ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით ექნება შესაძლებელი. საერთაშორისო კომპანია “ტრიდას” დამფუძნებლის, ლილია ბერეჟნაიას განცხადებით, ეს იქნება გრანდიოზული შოუ, რომელის მსგავსი მაყურებელს ჯერ არ უნახავს. მისივე თქმით, მისტიურ შოუში 90 არტისტი მონაწილეობს და სიუჟეტი კოსმოსურ თეფშზე ვითარდება. “უცხო პლანეტელების მიერ დედამიწიდან გატაცებული უნებლიე სტუმარი შორეული გალაქტიკის მცხოვრებლების გარემოცვაში მოხვდება. ეცნობა უცხო-პლანეტელთა ინტელექტს, ცივილიზაციას და აღმოაჩენს ჩვენი სამყაროს აქამდე უცნობ თვისებებს. მაყურებელს ელოდება შთამბეჭდავი საცირკო შოუ, რომლის განმავლობაში სპორტის სასახლის თაღქვეშ იფრენენ ფანტასტიური კოსმოსური ხომალდები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. მაყურებელი შეხვდება ზღაპრულ არსებებს, იხილავს საცირკო ნომრებს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარზე, აკრობატების, გიმნასტების, ჟონგლიორების და კლოუნების შესრულებით”, - განაცხადა ლილია ბერეჟნაიამ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შოუში გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე ლაზერული, ვიდეო და აუდიო ეფექტები, რომლებიც “სხვა სამყაროს” და არამიწიერი სილამაზის ეფექტებს შთამბეჭდავ, სივრცულ აღქმას ქმნიან. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ამ ღონისძიებიშთვის დასს ექსკლუზიური დეკორაცია და უახლესი ტექნოლოგიის ლაზერული - ვიდეო და აუდიო განათება ჩამოაქვს. ცნობისთვის, “ძმები ზაპაშნების” ცირკი საქართველოში ბაქოდან ჩამოვა და ტურნე თურქეთში გაგრძელდება.

(R)

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს