გიგა ბოკერია - არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება

რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით - ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია, ეს შემცირება რას მოხმარდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რათა ტვირთი შეუმსუბუქდეს თითოეულ მოქალაქეს და ბიზნესს.

გიგა ბოკერიას განმარტებით, არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული, რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს, პირველ რიგში, საკუთარ ბიუროკრატიაზე, პარტიულ ახლობლებზე და ნათესავებზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ით მეტია, ვიდრე 5 წლის წინ იყო. მთავრობა მილიარდით მეტს იღებს ეკონომიკიდან, რომელიც ნელა იზრდება, სიღარიბე იმატებს, ამიტომ ამ ცვლილებებში მხოლოდ ხარჯების შემცირებას ექნება მნიშვნელობა.

რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით და ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია, ეს შემცირება რას მოხმარდება. ჩვენი მყარი პოზიცია იყო და არის, რომ უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რათა შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და ყველა ბიზნესს, რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე. მეორე არის პენსიის და სოციალური დახმარების ზრდა ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის, სადაც უმძიმესი ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა, ამ ხალხისთვის არ გაუმჯობესებულა ვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 10%-ით გაზარდეს თითქმის ბიუროკრატია და სსიპ-ებში, რომლებიც სოკოებივით გამრავლდა, კიდევ უფრო მეტად გაზარდეს დასაქმება საკუთარი ახლობლების და პარტიული აქტივის. ამ ბიუროკრატიულ ხარჯებს უნდა შეეხოს ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პოპულისტური ნაბიჯი და ჩვენ მართლაც სულ რამდენიმე კვირაში უნდა ვნახოთ შეცვლილი პოზიცია სამთავრობო გუნდის საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით. ეს არის მოლოდინი, ჩვენი მოთხოვნა და რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ბოკერიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში