მიხეილ ჯანელიძე - ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად

ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ არ დააკონკრეტა თუ სად გააგრძელებს ვიქტორ დოლიძე მუშაობას, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

”ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის ინფორმირებული და ჩართული იყო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად. ბატონ ვიქტორ დოლიძეს აქვს დიდი გამოცდილება. ის არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატს ხელმძღვანელობდა, არამედ პარლამენტში შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ის არის ჩვენი სისტემის ღირებული წევრი.

დოლიძის შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. მას აქვს დიდი და ღირებული გამოცდილება. ის არის გუნდის წევრი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში