„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას და მის მოსმენას კვლავ ითხოვს

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას და მის მოსმენას კვლავ ითხოვს.

როგორც ფრაქციის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, მღებრიშვილი პარლამენტში არც ერთხელ არ გამოცხადდა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ისე ტოვებს, რომ პარლამენტს მისთვის არ მოუსმენია.

სალომე სამადაშვილის თქმით, მღებრიშვილი არანაკლებად მნიშვნელოვან უწყებას იბარებს, რომლის ფუნქციონირებასაც პარლამენტი ვერ აკონტროლებს.

მისივე განცხადებით, შს მინისტრის პოსტზე მღებრიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა და ვიდრე ის ახალი უწყების ახალ თანამდებობაზე დაინიშნება, პარლამენტმა მასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები უნდა მიიღოს.

მინისტრების პარლამენტში მოსმენის კუთხით არსებულ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა უმცირესობის დეპუტატმა სერგი კაპანაძემაც. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ორი მინისტრი, რომლის მოსმენასაც უმცირესობა ითხოვდა, პარლამენტში იმ მიზეზით ვეღარ მივა, რომ აქედან ერთი თბილისის მერი გახდა, ხოლო მეორე მინისტრის თანამდებობაზე აღარ არის.

კაპანაძემ ბიუროს სხდომის წამყვანს მიმართა, რომ დროულად გადაწყდეს პრობლემა, რომელიც დაბარების შემთხვევაში მინისტრების პარლამენტში მისვლას და მათ მოსმენას ეხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ფრაქციაზე მინისტრის მისვლა არის სავალდებულო და იყო შემთხვევები, როცა რეგლამენტის ეს მოთხოვნა დაირღვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა