რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი - ბოლო წლებში საახალწლო ღონისძიებებზე მონაწილეების დაბლოკვა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საახალწლო ღონისძიებებზე მონაწილეების დაბლოკვა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

როგორც ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თბილსიის მერიაში განუცხადა, შეთავაზება ყველა მომღერალმა მიიღო, თუმცა მათმა ნაწილმა, უკვე დაგეგმილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქში გასამართ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ვფიქრობ, ბოლო წლებია პოლიტიკური ნიშნით არ იყო შერჩევა. პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, მიდის-მოდის, იცვლება, ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, განსაკუთრებით შემოქმედებს, ეს არ გვეხება. აბსოლუტურად ყველას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მუსიკოსებს ჩვენ დავუკავშირდით. არ იქნებიან მხოლოდ ისინი, ვისაც უკვე დაგეგმილი ჰქონდა ქალაქიდან გასვლა, ან რაიმე სხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ძალიან გვინდოდა ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი ყოფილიყო, მაგრამ მაგალითად, ნინი ბადურაშვილი აღმოჩნდა, რომ ბათუმში მიდის. თაკო გაჩეჩილაძეც ასევე სადღაც მიდის. არის რამდენიმე მომღერალი, რომელიც გადის ქალაქგარეთ და ვერ ახერხებს მონაწილეობას. არის ბევრი მომღერალი, რომელმაც გვთხოვა, რომ სხვა ღონისძიებებშიც მონაწილეობს და კონცერტის პროგრამაში, ადრე ან გვიან, ჩავსვათ. ჩვენ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა და დასძინა, რომ როგორც საკონცერტო პროგრამა ასევე, საკონცერტო სცენები განსხვავებული იქნება.

ბასა ჯანიკაშვილის ინფორმაციით, სცენები ცოცხალი ნაძვის ხეებით მოირთვება, რომლებსაც გაზაფხულზე გადარგავენ.

რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, როგორც რეჟისორი განმარტავს, ის მოიცავს ყველა ჟანრს, მათ შორის, ფოლკლორს, პოპს, როკსა და ჯაზს.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია გალა კონცერტის გამართვას თბილისში სამ ლოკაციაზე, გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გეგმავს. თითოეული კონცერტის პროგრამა ტელევიზიის ეთერში სამ-სამი საათის განმავლობაში გადაიცემა.

კონცერტი 31 დეკემბერს, სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 23:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა