ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქის, ფემბე ოზლემის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ოთხი პოლიციელის დაკითხვას განახორციელებს, რომლებმაც საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მტკიცებულებები მოიპოვეს.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის განცხადებით, წინასასამართლო პროცესზე სამი მოწმე უკვე დაიკითხა და მოწმეთა დაკითხვა შემდეგ პროცესებზეც გაგრძელდება.

როგორც ბრალდებულის ფემბე ოზლემის ადვოკატმა ლევან მამულაძემ განმარტა, დაცვის მხარეს საქმესთან დაკავშირებით მოწმე არ ჰყავს.

როგორც ცნობილია, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემი ქობულეთში 2017 წლის 25 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად