რუსთავში, კოსტავას გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ოდენობის თანხაა წაღებული. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.