ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ლიპარტელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დანარჩენ ძიუდოისტებს მოუწოდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით.

„დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ 4 სპორტსმენია იმ აზრის გარშემო გაერთიანებული, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. თურმე რაღაც ჯგუფი ვართ ჩვენ, თურმე ეს სპორტსმენები არაფერს წარმოვადგენთ და ძირითადი გუნდი აგრძელებს ვარჯიშს. მინდა ამოვიკითხო ის სია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან:

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ზვიად ხუბულური, ლაშა გიუნაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ომარ ნიაზაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე. თუ რომელიმე სპორტსმენს აქვს განსხვავებული აზრი, თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს, რომ დავით ქევხიშვილი არის იდეალური პრეზიდენტი და არ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, გაავრცელონ საკუთარი პოზიცია, ხოლო თუ დუმილს აირჩევენ, ე.ი. ყველა ამ აზრის გარშემო ვართ გაერთიანებულნი“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება