700-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი მთიან აჭარას გაეცნო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის პოპულარიზაციას აგრძელებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად, სააგენტომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მაჭახელას ხეობის ტურისტული პროდუქტები გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში მოგზაურობა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან დაიწყეს, სადაც 4000-ზე მეტი ექსპონატით აჭარაა წარმოდგენილი.

„მუზეუმის შემდეგ ისინი სოფელ მირვეთს ესტუმრნენ, სადაც ულამაზესი ბზების ხეივანი, ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი დაათვალიერეს. მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ინფოტურის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის ტურისტული მარშრუტი გაიარეს, რომელიც გვარას ციხეს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვემეხს, მაჭახელას თოფის მონუმენტს, ცხემლარას თაღოვან ხიდსა და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოიცავს. ისინი მაჭახელას ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებულ ცეკვებსაც დაესწრნენ და საოჯახო-სასტუმრო სახლში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება/პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობს. დღემდე მთიან აჭარაში 15-მდე სხვადასხვა თემატიკის ტურისტული მარშრუტის განვითარება მოხდა, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით სააგენტომ ბოლო ორ წელში 700-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა