გიორგი ქობულიას შეფასებით, 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას შეფასებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული შედეგები „საკმაოდ შთამბეჭდავია“.

ამის შესახებ ქობულიამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„საგრძნობლად მომატებულია მუშახელი და დასაქმება. რეკორდული ციფრები გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებლები. რეიტინგების მიხედვით ვითვლებით ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად. არის მთელი რიგი რეიტინგები, რომელიც მოემატა საქართველოს. მე მეამაყება ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ეს შედეგები ნაწილობრივ გარეგანი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა დიდი წვლილი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა