გიგა ბოკერიას განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებამ წარადგინა ჩანაწერი, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულება უფრო იყო

“ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებამ წარადგინა ფარული ჩანაწერი, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულება უფრო იყო.

ბოკერიამ განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

“ბრალმდებლებმა გამოიყენეთ მტკიცებულება, რომელშიც გ.ბ. აღიარებს ერთი მხრივ, რომ დადუნაშვილს დანა დაარტყა და მეორე მხრივ, სარალიძეს არ შეხებია. თუ თქვენ სასამართლოს ეუბნებით, რომ ეს არის ჩანაწერი, რომელშიც დამნაშავე აღიარებს ჩადენილს, მოსამართლემ დადუნაშვილის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენიც დაადგინა. მაინტერესებს როგორ იყენებთ ამ ჩანაწერს სარალიძის ნაწილში ბრალდებისთვის, როცა ადამიანი ამბობს, რომ მასთან შეხება არ ჰქონია? თქვენ მოსამართლეს უმტკიცებთ, ეს ჩანაწერი არის მტკიცებულება, სადაც ადამიანი გულწრფელად საუბრობს, შესაბამისად, ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არ ცრუობს. წარმოიდგინეთ, თავი მოსამართლის ადგილას, ბრალმდებელს მოაქვს ფარული ჩანაწერი და ამბობს, რომ კაცს ათქმევინეს სიმართლე. იმ საუბარში ირკვევა, რომ ერთ მკვლელობაზე ყველაფერს იძახის და მეორეზე აღწეს ყველაფერს, მაგრამ დასტურდება, რომ მეორე მკვლელობასთან შემხებლობაში არ ყოფილა, მოსამართლეს ამას რომ მიუტან, როგორ უნდა დაგთანხმებოდათ, რომ სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა ეს პირი? ამ ჩანაწერს მის წინააღმდეგ როგორ იყენებთ? ეს არის დაცვის მტკიცებულება სარალიძის მკვლელობის ნაწილში. მე რომ ადვოკატი ვიყო, ამ ჩანაწერს გამოვიყენებდი გასასამართლებლად სარალიძის მკვლელობის ნაწილში და არა ბრალდებისთვის“, - მიმართა ბოკერიამ თბილისის პროკურორის ყოფილ მოადგილე გიორგი გაბოძეს და ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს.

შაყულაშვილის განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი იყო არა მხოლოდ ეს მტკიცებულება, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

“ფარული ჩანაწერი გამოყენებული იყო იმ ნაწილში, რომ ფარდულში იმყოფებოდა გ.ბ. სასამართლოში გამოყენებული იყო არა კონკრეტულად ეს ერთი მტკიცებულება, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ეს სასამართლოს შესაფასებელია“, - უპასუხა შაყულაშვილმა ბოკერიას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა