მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა - ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჯერ კიდევ ჰქონია - შეიძლება გული გაუსკდა, ნერვებისთვის რაღაც პრეპარატს იღებდა

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშილის დედა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

თუმცა, ციალა ბეჟაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს. დედის თქმით, ოჯახისთვის უცნობია ისიც, მისი შვილის რომელი მეგობარი ცხოვრობს დოლიძის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა.

„რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვინმემ დაურეკა. რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვებისას“,- განუცხადა ციალა ბეჟაშვილმა „იბერიას“.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში წუხელ იპოვეს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება