სიმბოლიკის კომისიამ 25 უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გამართა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 25 უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გამართა.

საჯარო განხილვას იმ პირთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა სახელების მინიჭებას კომისიამ დღევანდელ საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირა. ქუჩებისთვის სახელის მინიჭების საკითხებს საკრებულოს უახლოესი სხდომა განიხილავს და დაამტკიცებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დღეს იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან სახელებზე, როგორიც არის ისტორიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ქუჩის სახელდება, აგვისტოს ომში დაღუპული უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ქუჩის სახელდება, ასევე იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ქუჩის სახელდება, ასევე გიორგი მელიქიშვილის, გიორგი ბათიაშვილის, მუსიკოს ოთარ რამიშვილის და ერთ-ერთი სკვერისთვის ბუენოს-აირესის სახელდებებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდება თუ არა მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევა, ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ დღეს საჯარო განხილვაზე გამოტანილი 25-ვე საკითხი დეპუტატებმა 20 დღის წინ კომისიურ რეჟიმში განიხილეს, შესაბამისად, დღეს მხოლოდ ამ საკითხების განხილვას დაუჭირეს მხარი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება