არჩილ თალაკვაძე - უცხოელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ სამაგალითო და დემოკრატიული ნაბიჯია, როცა მმართველი პარტია სხვა კანდიდატებს აძლევს შანსს არჩევნებში გაიმარჯვოს

პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილავთ, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ და რა ფორმით იქნება ეს გამოხატული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პარტია ჯერ არ არის შეთანხმებული, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა გადაწყვეტილია, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

"ახლახანს მქონდა საუბარი უცხოელ კოლეგებთან, რომელთაც ჩვენ ვუთხარით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ პარტია არ აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატს ამ არჩევნებში. მათ ჰქონდათ დადებითი რეაქცია და თქვეს, რომ ეს არის სამაგალითო და დემოკრატიული ნაბიჯი, რომ მმართველი პარტია არჩევნებში აძლევს შესაძლებლობას სხვა პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს, მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ.

თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და ამ გადაწყვეტილებას გავასაჯაროვებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს, უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანდიდატებს აქვთ პირველ ტურში გამარჯვების შანსები.

"ტურებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა ექსპერტებმა უნდა გააკეთონ კომენტარი. კანდიდატებს აქვთ შანსები, გაიმარჯვონ პირველ ტურში, თუმცა თუ იქნება მეორე ტური, ესეც დემოკრატიული პროცესისთვის არის ნორმალური“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?