თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, 5 წლის წინანდელია

როგორც ვიცი, საუბარია რაღაც 5 წლის წინანდელ ჩანაწერზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია “იბერიის“ დათმობაზე ესაუბრება.

„მე როგორც ვიცი, საუბარია რაღაც 5 წლის წინანდელ ჩანაწერზე. გამიჭირდება ამაზე ვისაუბრო. მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მითხრეს, რომ წლების წინანდელ ჩანაწერზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ, ამას მიაქცევენ ყურადღებას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა