„რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც "თიბისი ბანკის" დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებენ.

ასევე, როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, "ომეგა 2-ის" დირექტორი, გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი.

„გიორგი ქურდაძე ლევან ყიფიანისგან იგებს ინფორმაციას, რომ ფულთან დაკავშირებით გიორგი გახარიამაც დაურეკა „თიბისი ბანკის“ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, რომელსაც ჩანაწერის მიხედვით, გახარიას გარდა, სხვა პირებიც ეკონტაქტებოდნენ.

„გიორგი ქურდაძე: გიორგიმაც ხომ დაურეკა მაშინ?

ლევან ყიფიანი: კი გიორგის რო უთხარი მერე ოთარისაც უთხარი და მაგან გამოიწვია ჩემი გასაკეთებელი თუ იყო ეს საქმეო.

გიორგი ქურდაძე: საბოლოოდ მაინც დაგიმტკიცა.

ლევან ყიფიანი: კი კი დაურეკა და გადაწყვიტა ეს საქმე.

გიორგი ქურდაძე: გახარიამ არაფერი არ ქნა?

ლევან ყიფიანი: გიორგიმ ცალკე დარეკა ამან ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე რო ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა ცალკე ეს ურეკავდა.

გიორგი ქურდაძე: გიორგის ამბავმა არ გაჭრა და იმიტომ დააჩქარე შენ ლევან თუ რა იყო?

ლევან ყიფიანი: ხო რო დაჩქარებულიყო რა.

გიორგი ქურდაძე: იმიტომ მახსოვს თავიდან და მერე არ კეთდებოდა ასე ვთქვათ ცოტა ხანიცო.

ლევან ყიფიანი: რო დაჩქარებულიყო იმიტო იმას ვქენი.

გიორგი ქურდაძე: გამოდის რო ამ კაცს ეხლა აქვს რაღაც გარკვეული მომენტები

ლევან ყიფიანი: გავლენა აქ როგორ არ აქ.

გიორგი ქურდაძე: ოთარის შემთხვევაში.

ლევან ყიფიანი: მარა ეს არის დროებითი მოვლენა ამიტომ ამან თვითონ იცის, მე უნდა ავიქცეო როგორ გავწირო ჩემი ძმა და ისაო ამიტომ ეხლა არ უნდა გაგიკვირდესო მე ეხლა ისე... ეს რა არისო ისეთ რაღაცეებში ვარ ჩარეულიო ნეტა არ ვიცოდეო ამ ამბავს მე საფლავში წავიღებდი რა. ნუ ეს მომენტია დღეს როგორც წინა ხელისუფლებას ყავდა ამხევები მომავალ ხელისუფლებასაც ეყოლება ეგეთი ხალხი დროებით რო გადაწყვიტოს რაღაც პრობლემები. ამ ხალხმა კაი ურთიერთობის დაჭერა ჯობია თუ ავიღოთ იარაღი და აბრაგად უნდა გავიდეთ რა“, - წერია „რუსთავი 2“-ის საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა