გიგი უგულავა - ლევან ყიფიანი არის სისტემისგან გაუბედურებული, განადგურებული ადამიანი, დაშლილი ადამიანი, რომელიც რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა

გაუბედურებული, განადგურებული ადამიანი, დაშლილი ადამიანი, რომელიც რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა, - ასე აფასებს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გუშინდელ განცხადებებს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ლევან ყიფიანი არის სისტემისგან განადგურებული ადამიანი.

უგულავას თქმით, მასში ლევან ყიფიანიც და ზაზა ოქუაშვილიც აბსოლუტურად ნულოვან სიმპათიას იწვევს, რადგან „ჩვეულებრივად მაფიური გარჩევის წევრები იყვნენ“, მაგრამ „ორივეს უფლება უნდა დავიცვათ, ორივეს გვერდით უნდა დავუდგეთ“.

„გუშინ რასაც ჩვენ ვუყურეთ, როგორი გამომეტყველებაც ჰქონდა ყიფიანს, სწორად გამიგეთ რას ვადარებ, ეს იყო განადგურებული ადამიანი. ეს ადამიანი ახლა არის სისტემისგან განადგურებული. აბოლუტურად ნულოვან სიმპათიას იწვევს ეგეც, ოქუაშვილიც, რადგან ჩვეულებრივად მაფიური გარჩევის წევრები იყვნენ, მაგრამ ორივეს უფლება უნდა დავიცვათ, ორივეს გვერდით უნდა დავუდგეთ. მაგრამ ახლა სხვა რამეს ვამბობ, ყიფიანი ასე დაჩაგრა სისტემამ. არ მოგვწონდა მაშინ, როდესაც სისტემა ჩაგრავდა. სისტემისგან განადგურებული ბევრი ადამიანი იყო.

ლევან ყიფიანი იქამდე მიიყვანეს, რომ რაღაც გაუგონარ სისულელეს ალაპარაკებენ. ეს არის პრობლემა და აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ - მარტო ხელისუფლების ცვლილება სამართლიანობის დამკვიდრებას, სამართლიანი წესების დამკვიდრებას არ იწვევს, რადგან ამაზე დიდი ცვლილება ვერ მოხდება საქართველოში. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ რეპრესიული სისტემა ისევ ადგილზეა, ცოტა ვეგეტარიანული გახდა რაღაც თვალსაზრისით. განსხვავება ისაა, რომ წერტილოვანი გახდა, რაც უფრო დრომ მოიტანა. დრო თავის კორექტივებს ახდენს, ეს არ მოუტანია ივანიშვილს. რა ადამიანზე ორიენტირებული არიან, ყიფიანზეა ორიენტირებული მთავრობა, რაც გუშინ ვიხილეთ?! გაუბედურებული, განადგურებული ადამიანი, დაშლილი ადამიანი, რომელიც რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა. ეს არის ადამიანზე ორიენტირებული სისტემა?! ძალადობა არასდროს არის კარგი. ნახეთ, როგორ გადაადგილდება ეს ფარცხალაძე, კადიროვივით გადაადგილდება ქუჩაში, 30 მანქანით, შავი ჯიპებით, ავტომატებით. ვინ? ბოტასების ქურდი!“, - განაცხადა უგულავამ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად