iPhone XS-ისა და iPhone XS Max-ის შეძენა შესაძლებელია „ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე, ერთჯერადი გადახდით და განვადებით

iPhone XS-ისა და iPhone XS Max-ის შეძენა „ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე, ერთჯერადი გადახდით და განვადებით არის შესაძლებელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, სმარტფონის შეძენა შესაძლებელია, როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24- თვიანი განვადებით. Apple-ის სმარტფონის ყიდვისას მომხმარებელი „ბილაინისგან“ საჩუქრად მიიღებს 64GB-დან 256GB-მდე მობილურ ინტერნეტს, ტელეფონის მეხსიერების მოცულობის მიხედვით. მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება პროპორციულად, 1 წლის განმავლობაში, ან განვადების ხანგრძლივობის მიხედვით.

მათივე ინფორმაციით, მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში.

„ბილაინი“ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს 24 თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბილაინის მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდანაც www.beeline.ge. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ ჭირდება ბანკში მისვლა.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს 6 მოდელს:

iPhone XS Max 64GB Space Grey: 3,899; 24 თვიანი განვადებისას - თვეში 180,37;

iPhone XS Max 64GB Silver: 3,899; 24 თვიანი განვადებისას - თვეში 180,37;

iPhone XS Max 256GB Space Grey: 4,399; 24 თვიანი განვადებისას - თვეში 204,12;

iPhone XS 64GB Space Grey: 3,499; 24 თვიანი განვადებისას - თვეში 163,93;

iPhone XS 64GB Silver: 3,499; 24 თვიანი განვადებისას - თვეში 163,93;

iPhone XS 64GB Gold: 3,499; 24 თვიანი განვადებისას - თვეში 163,93”, - ნათქვამია კომპანია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება