ბიძინა ივანიშვილი - ეკა გიგაური  ცდილობს ქვეყანა დააზიანოს არათუ შიგნით და გარეთ, არამედ გადავიდა „მოუკრეფავში“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „მოუკრეფავში გადავიდა“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი დაინტერესდა, თუ რას უპასუხებდა ბიძინა ივანიშვილი ეკა გიგაურის ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნაში ხელს უშლის.

„რამდენიმე NGO-ს აქვს პრეტენზია. ისინი არგუმენტების გარეშე დაადანაშაულებენ ხელისუფლებას, მერე თუ ხელისუფლება ამას უპასუხებს, ამას აფორმებენ, როგორც ზეწოლას სამოქალაქო სექტორზე. თუ მედიას, არგუმენტირებულად უპასუხებ, რასაც მე ვახერხებ, ამბობენ, რომ მედიაზე ვახდენ ზეწოლას. ასევე ხდება NGO-ების ნაწილში, რომელშიც ლიდერი გახლავთ ეკა გიგაური. ის უკეთებს კოორდინაციას, გააერთიანა „ეს შენ გეხება“ და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მე რამდენჯერმე ვაჩვენე მას მინიშნებებით, რომ კარგი იქნება ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, გამომიტანია მისი სიცრუეები, მაგრამ დღეს ვიქნები კარდინალური, ის ცდილობს ქვეყანა დააზიანოს არათუ შიგნით და გარეთ, არამედ გადავიდა „მოუკრეფავში“ რომ იტყვიან. ამბობს, რომ ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილიო. ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს ახლა ეტყობა. ჟიჟილაშვილის წუხილი იყო კიდევ, უი, უი, რა გვეშველებაო. იქ გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა უკვე ეკა გიგაური. ამაზე პასუხის გაცემაზე მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ნახეთ რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია. ამის იქით როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? ეკა გიგაურს სურს ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი იმ კითხვებისგან, რომელიც მის მიმართ ისმის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში