დავით უსუფაშვილი - ჩვენი მონაცემებით, ძალიან მძაფრი კონკურენციაა, მძაფრი ბრძოლაა ყველა ადგილისთვის, პირველისთვისაც და მეორესთვისაც

ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს, არამედ იმასაც, რა დინამიკით წარიმართება ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მეორე ტური გარდაუვალია.

„არჩევნების დასრულებამდე დარჩენილია ზუსტად ორსაათახევარი. ეს არის იმდენი დრო, რომ 10-15 წუთი კიდევ კარგად დაფიქრდეთ და მიბრძანდეთ თქვენს საარჩევნო უბანზე. თქვენი ხმით შესაძლოა გავლენა მოახდინოთ არჩევნების შედეგზე. ჩვენი მონაცემებით არის ძალიან მძაფრი კონკურენცია, მძაფრი ბრძოლა ყველა ადგილისთვის, პირველისთვისაც, მეორესთვისაც. ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს, არამედ იმასაც, რა დინამიკით წარიმართება ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი - ჩვენ წავალთ გამოსავლის ძიებისკენ თუ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, გავაგრძელებთ სვლას მეტი კონფრონტაციისკენ თუ დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვადევნებთ თვალს. აქტიურობას არა უშავს, თუმცა მეტი შეგვიძლია დღესაც და ბოლო 2 საათის იმედი გვაქვს. ვერ მოვიშორეთ ამ ქვეყნის მუდმივი ჭირი - თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები არიან ჩართული ამ პროცესში, იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, ვნახეთ უამრავი ფურცელი, ეს სამარცხვინო თემები. დღემდე თუ მილიონები დაიხარჯა ბილბორდებში, დღეს უკვე 10 და 15-ლარად დაქუცმაცებულია ეს ფული. მე იმედი მაქვს ჩვენი ამომრჩევლის, რომ კაბინაში ის თავის გონების და გულის კარნახით გააკეთებს გადამწყვეტ არჩევანს",- განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ მძაფრ ბრძოლას ყველა პატიოსანი გზით არ ეწევა".

რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მეორე ტური გარდაუვალია.

„ჩემი მონაცემებით და დაკვირვებით, ეს არის გარდაუვალი. თუმცა, ვინ იქნება მეორე ტურში, ეს არანაირად არ არის ცხადი. ყველა, ვინც ამ წუთებში ზეიმობს, ამას უსაფუძვლოდ აკეთებს",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება