სალომე სამადაშვილი - ზურაბიშვილი “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას” ცდილობს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს ხშირად ემუქრებიან, თუმცა ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას“ ცდილობს. ასე გამოეხმაურა სამადაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

„სამწუხაროდ, საჯარო პირები ძალიან ხშირად ხდებიან სიტყვიერი თავდასხმის მსხვერპლი. მეც გავმხდარვარ არაერთი თავდასხმის მსხვერპლი. არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის სასიამოვნო, როცა გვწერენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ისეთ მესიჯებს, რომელიც მუქარის შემცველია. ეს პრობლემა ზოგადად ბევრ ჩვენგანს, ბევრ პოლიტიკოსს აქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უფლებაა საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში, თუმცა ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას” ცდილობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს სრული უფლება აქვს საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს მტკიცებულებები წარუდგინოს", - განაცხადა სამადაშვილმა.

„მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან, - ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს