კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 56% მრავალფეროვნებას ქვეყნისთვის დადებითი მოვლენად მიიჩნევს, 36% კი უარყოფითად, ვინაიდან „საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს“

მოსახლეობის 56% ფიქრობს რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა. თუმცა, 36% მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება უარყოფითი მოვლენაა, რისი ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იგი „საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“ ეხება.

ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის ივნის-სექტემბრის პერიოდში. კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმა და ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა. თუმცა, 36% მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება უარყოფითი მოვლენაა, რისი ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იგი „საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს.“

ზოგადად, უმცირესობებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. შედარებით ნეგატიურია დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების, ევროპის გარეთ ქვეყნებიდან მიგრანტების და ლგბტ თემის მიმართ.

ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პრობლემად მიიჩნევს, დაახლოებით, სამიდან ერთი ადამიანი, ხოლო სიძულვილის ენას - ორიდან ერთი. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ლგბტ ადამიანები არიან. ლგბტ თემის შემდეგ, ასევე ასახელებენ იეჰოვას მოწმეებს და მიგრანტებს ევროპის გარეთ ქვეყნებიდან.

ზოგადად, უმრავლესობის ჯგუფების მიერ უმცირესობათა პრობლემების აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდება უმცირესობების აღქმისგან იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი აწყდებიან.

ადამიანები საშუალოდ ინფორმირებულნი არიან დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. 23% იცნობს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. 23% ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობს დამატებითი სასჯელი დანაშაულისთვის, რომლის მიზეზიც ისაა, რომ მსხვერპლი რომელიმე უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელია, მაშინ როდესაც 41% ფიქრობს, რომ მსგავსი დამატებითი სასჯელი არ არსებობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის