გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება, - სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.

„პროექტი ითვალისწინებდა გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის მოწყობას. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი.

მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით”, - განმარტავენ ფონდში.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად დაათვალიერა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად