რუსთავში რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული  კაპრალის,  ვახტანგ გზირიშვილის სახელობის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სპორტულ ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, ვახტანგ გზირიშვილის დედა მარინა გზირიშვილი და თანამებრძოლები დაესწრნენ.

„მე-7 საჯარო სკოლა არის ძალიან ამაყი იმ ისტორიით და იმ მაგალითებით, რომლებიც წლების განმავლობაში აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც არის ორი გმირის ამბავი, რომლებიც ქვეყნის ერთიანობის დაცვას შეეწირნენ, ესენი არიან ვახტანგ გზირიშვილი და კახაბერ თავგორაშვილი. დღეს ჩატარდა ვახტანგის სახელობის ტურნირი, ეს არის ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე საჭირო პროპაგანდა, იმისა თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენი გმირების თავდადებასა და ისტორიას, როგორ უნდა აღვზარდოთ ამ სულისკვეთებით ჩვენი მომავალი თაობები, როგორ არ უნდა მიეცეს ეს ამბავი დავიწყებას, რადგან ჩვენ, სწორედ ამ გმირობის ისტორიით მოვედით აქამდე“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირის ფინალში, ერთმანეთს მე-12ა და მე-12ბ კლასების გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველ ადგილზე გასულ 12ა კლასის გუნდს, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასი, მეორე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს კი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური თასი გადაეცა.

ცნობისთვის, აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი #7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, მისი სახელობის ტრუნირი სკოლის ინიციატივით, 2009 წლიდან ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე ტარდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად