აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას პირველად დააფინანსებს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონის დონეზე სხვადასხვა სახის დაავადების მაღალტექნოლოგიურ, ოპერაციულ და სარეაბილიტაციო მომსახურებას აფინანსებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება, 2019 წელს მოსახლეობას რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მომავალ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, პირველად მოხდება რეგიონის მოსახლეობისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

„მოგეხსენებათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების საჭიროება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დაფინანსებას - 80 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფიანანსებას - 150 000 ლარით“, - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მომავალ წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, პირველად დაუფინანსებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს, თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი განისაზღვრება 25 000 ლარით. ცვლილება იგეგმება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების წესში.

მომავალი წლიდან უწყება ზრდის ღვიძლის ტრანსპლანტაციისათვის გათვალისწინებულ თანხას და ერთ პაციენტზე გამოყოფს 65,000 ლარს. სამინისტრო აღნიშნულ მომსახურებას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც 370,000 ლარი გამოიყო.

სიახლეებია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაშიც. მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობის კურსი.

2013 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 11 პროგრამას ახორციელებდა, 2019 წელს უწყება 32 პროგრამას განახორციელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად