ემზარ კვიციანის განცხადებით, მიწების უცხოელებზე გასხვისების საწინააღმდეგო აქცია იუსტიციის სახლთან ისევ  გაიმართება

„ჩვენ ხვალ დილით 10:00 საათზე მაინც მივალთ იუსტიციის სახლთან და თეა წულუკიანს მივცემთ საშუალებას ხვალ საღამოსაც გააკეთოს განცხადება, რომ მან არ ჩაიდინა ის დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს მოსახლეობა მიდის,“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ იუსტიციის სახლთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება მიწების უცხოელებზე გასხვისების გასაპროტესტებლად.

„ჩვენ ხვალ დილით 10:00 საათზე მაინც მივალთ იუსტიციის სახლთან და თეა წულუკიანს მივცემთ საშუალებას ხვალ საღამოსაც გააკეთოს განცხადება, რომ მან არ ჩაიდინა ის დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს მოსახლეობა მიდის. ვისურვებდი, რომ ხვალაც გაკეთდეს ასეთი განცხადება, ზეგაც და პარასკევს საღამოსაც. ეს იქნება გამარჯვება არა მხოლოდ ჩვენი, ვინც ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით, არამედ იუსტიციის სახლის გამარჯვება იქნება,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან გუშინ ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეკრიბნენ, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს. იუსტიციის სახლთან შეკრებილებმა იუსტიციის მინისტრს მიმართეს, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება