ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა. ჩვენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. არჩეულმა პრეზიდენტმა პირველ რიგში რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ნატო სრულად დაუჭერს მხარს ამ პრიორიტეტებს. მე ჩემი მხრივ არჩეულ პრეზიდენტს გადავეცი მესიჯი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მასთან საუბარში აღვნიშნე ის მესიჯები, რომელიც მან გააჟღერა Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ამ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ მის მესიჯზე, იმუშაოს ინკლუზიური პოლიტიკური დისკუსიებისთვის საქართველოში. ეს ის არის, რასაც ნატო მიესალმება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს