რომან გოცირიძე - დღეს კიდევ დაემატა და ამ ორ წელიწადში ჩემი ცხოვრების რვა დღე ვიყავი უმრავლესობის მოლოდინში

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობას არ აინტერესებს ის დოკუმენტი, რომლითაც თავად იღებს სარგებელს. როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეპუტატების დაგვიანების პარაქტიკა სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება და კიდევ რამდენიმე საათი მოუწევთ დეპუტეტების ლოდინი.

„როგორც გახსოვთ, გუშინ დავთვალე ჩემი ცხოვრების რამდენი დღე ველოდებოდი აქ უმრავლესობას, ორ საათამდე ვიქნებით დარბაზში და გამოცხადდებიან თუ არა დროულად სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრები არავინ იცის. სწორედ ამ მიზეზით ჩავარდა გუშინ კენჭისყრა და კიდევ ორსაათიანი მოცდენა დაემატება ამ უსაქმურობას. ახლა უკვე გამოდის, რომ ამ ორ წელიწადში ჩემი ცხოვრების რვა დღე ვიყავი მათ მოლოდინში და დღესაც იგივე განმეორდება. სამწუხაროდ, ასეთი სურათია პარლამენტში და ეს არის უპასუხისმგებლო უმრავლესობა, რომელსაც ბიუჯეტიც კი არ აინტერესებს. ის ბიუჯეტი, საიდანაც მმართველი უმრავლესობა ძალიან დიდ სიკეთეებს იღებს. მარტო ორი მილიარდი არის დასახარჯი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ ორი მილიარდიდან ძალიან ბევრი მიდის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ფირმებში, მათ საარჩევნო ყულაბაში და მათ პირად ყულაბაშიც“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან ასევე ისაუბრა ბიუჯეტის პროექტზე და განაცხადა, რომ ეს არის არარეალისტური ბიუჯეტი.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს ბიუჯეტი არარეალისტური ბიუჯეტია, წელს გზებზე დაიხარჯა 600 მილიონი ლარი, ნახევარი, რაც დაგეგმილი იყო და რამდენიმე სამუშაო დღეა დარჩენილი და არავის აქვს იმის ილუზია რომ ეს თანხა დაიხარჯება. უამრავი უსარგებლო ხარჯია. ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტი მოხმარდეს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, სოციალურ პრობლემებს, ეს ბიუჯეტი ხმარდება ხელისუფლებისათვის მორგებულ ხარჯებს“,–განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს