სასწრაფო დახმარების 730 000-ზე მეტი გამოძახებიდან, 14 500-მდე ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა, 7 224  - უბედურ შემთხვევებზე, 3 511 კი, ძალადობაზე მოდის

2018 წლის 11 თვეში სასწრაფო დახმარების 732 926 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 14 409 ცრუ (სასწრაფოს მისვლამდე პაციენტის გაუმჯობესება ან პაციენტის არდახვედრა) იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოითხოვა.

მათივე მონაცემებით, სასწრაფო დახმარება ყველაზე მეტ, 634 074 შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად გამოიძახეს; 70 842 გამოძახება უცაბედი ავადობის გამო დაფიქსირდა; მესამე ადგილს კი 14 409 შემთხვევით- ცრუ გამოძახებები იკავებს.

ამასთან, უბედური შემთხვევების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახების 7 224, ხოლო ძალადობის შემთხვევაში გამოძახების 3 511 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე ნაკლებ - 2 842 შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარება პათოლოგიური ფეხმძიმობის/მშობიარობის გამო გამოიძახეს.

იხილეთ ვიდეო: 2018 წლის 11 თვეში სასწრაფო დახმარების 732 926 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 14 409 ცრუ იყო

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე