ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის დროს დაშავებულ მუშას ფეხის რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა
ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს ფეხის რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა.
იგი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას ამ წუთებშიც ელენთაზე ოპერაცია უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს ფეხზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა.
რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ მეორე პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მამაკაცებს დაეჯახა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.