ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მეოთხე სამხედრო ბაზაზე მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამხედროებმა ტექნიკა მოამზადეს გასასვლელად და „ძარცემის“ პოლიგონისკენ მარშისთვის მზადებას შეუდგნენ. საველე პირობებში დანაყოფები პირობითი დივერსანტების ძებნის ოპერაციას ჩაატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო მზადყოფნის შემოწმებაში ჩართულია დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!