“ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს

„ლიბერთი ბანკის“ ინიციატივით გრძელდება საგანმანათლებლო სოციალური პროექტი პენსიონერებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელ კურსს უფასოდ გაივლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის პროექტზე დარეგისტრირებულ პენსიონერთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. სწავლება ყოველდღიურად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება. კურსის გავლის მსურველებს უმასპინძლებს ლიბერთის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად შექმნილი დარბაზი - Liberty Digital Hall და ლიბერთი ბანკის ტრეინინგ ცენტრი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შექმნილ კომპიუტერული სწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს უფროს თაობას, მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება საგანმანათლებლო, ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დაწყებული პროექტის მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა. კურსის გავლას ყველა დარეგისტრირებული პენსიონერი შეძლებს. მომავალში ვეცდებით, პროექტი თბილისის გარეთ, რეგიონებშიც გავიტანოთ“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა