თბილისის მერიამ ელექტრო ავტომობილების მფლობელებისთვის სპეციალური საიტი chargers.tbilisi.gov.ge შექმნა

თბილისის მერიამ ელექტრო ავტომობილების მფლობელებისთვის სპეციალური საიტი chargers.tbilisi.gov.ge შექმნა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება მომხმარებლების ელექტრონულად რეგისტრირებული მოთხოვნების შეგროვება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, chargers.tbilisi.gov.ge წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული სისტემების ნაწილს. პროექტის მიზანია თბილისში ჰაერის დაბინძურების დონისა და მავნე აირების შესამცირებლად წაახალისოს ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა ელექტრომობილების მოხმარება. ამით ხელი შეუწყოს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეუქმნას ელექტრომობილების მფლობელებს მანქანის დასატენად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გარემო.

რაც შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ველებში მომხმარებლის პირადი მონაცემების შეყვანით, SMS ვერიფიკაციითა და ელექტრონული პირადობის მოწმობით იდენტიფიკაციის მეშვეობით.

სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ID ბარათის წამკითხველი. წამკითხველის გამართული ფუნქციონირებისათვის, მომხმარებლის კომპიუტერზე აუცილებელია დაინსტალირდეს "პირადობის ელექტრონული მოწმობის შუალედური პროგრამა (მიდლვეარი) Georgian ID Card" https://id.ge/download/#id-card- middleware

გარდა ამისა, საიტის მეშვეობით შესაძლებელია ელექტროდამტენის მოთხოვნა. კერძოდ, საიტზე დარეგისტრირებული მანქანის მფლობელი შეძლებს რუკაზე მონიშნოს სასურველი მისამართი. მოითხოვოს ელექტრომობილის დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება წინასწარ განსაზღვრულ საპარკინგო ტერიტორიაზე. ელექტრომობილის მომხმარებელს შეუძლია ერთ აღნიშნულ ქუჩაზე, მხოლოდ ერთი განაცხადის გაკეთება. შემოსული მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შეარჩევს ელექტროდამტენი მოწყობილობის მოთხოვნად ადგილებს და მათ უსასყიდლოდ დაამონტაჟებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება