დავით უსუფაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ საქმეში გაუსწრო

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ საქმეში გაუსწრო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხავია, ივანიშვილისთვის სანატრელი ხომ არ არის წინა რეჟიმი, თუ მას რამდენიმე ადამიანი გამოაკლდებოდა. „სწყინთ, რატომ გვეძახით, რომ „ნაციონალების“ გზას დაადექითო. გზას დაადექით კი არა, ბევრ საქმეში გაუსწრო „ქართულმა ოცნებამ“. მე იმაზე დავიწყე ფიქრი, ბიძინა ივანიშვილი იმაზე დიდი ოსტატი ხომ არაა, ვიდრე საერთოდ ვინმეს გვგონია. იმ ცხრა წელს რომ ვიხსენებთ, ხუთი წელი ივანიშვილი მათი გულმხურვალე ქომაგი იყო. რა ხდება ახლა, რამოდენიმე ადამიანის გარდა, მისთვის მთელი სისტემა ხომ არ იყო მისაღები და სანატრელი?!“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა